ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის თავდაცვამ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებით “ჰამასის” თავდაცვის ხაზი გაარღვია და ჩრდილოეთ ღაზის მიწისზედა ტერიტორიას, მათ შორის ქალაქ ღაზას ისრაელელი სამხედროები აკონტროლებენ.
“არმიას უფლება მივეცი, განაგრძოს წინსვლა, როგორც დღეს, ასევე უახლოეს დღეებში, რათა შეასრულოს ამოცანები. არ იარსებებს უსაფრთხო ადგილი მანამ, სანამ არ დავასრულებთ ჩვენს მისიას და არ დავაბრუნებთ მძევლებს” – ამბობს გალნტი.