ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აღნიშნავს, რომ ისრაელის ძალები ბრძოლის “დაუყოვნებლივ” გასაგრძელებლად მზად არიან. ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში დაწერა და აღნიშნა, რომ მძევლების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყველა გატაცებული დავაბრუნოთ და სრულად გამოვიყენოთ არსებული მდგომარეობა ღაზაში გატაცებული ქალებისა და ბავშვების დასაბრუნებლად”, – აცხადებს გალანტი.
კატარის საგარეო უწყება 27 ნოემბერს აცხადებდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდა. თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა – ის კატარის შუამავლობით შედგა.