ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის თქმით, ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფა იქნება.
“ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში, მივაღწევთ რაფამდეც, სადაც გავანადგურებთ ტერორისტულ ერთეულებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ მანამ, სანამ მისიას არ შევასრულებთ”. – თქვა გალანთმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე ისრაელმა ჰამასის დაახლოებით 10 000 წევრი გაანადგურეს, ხოლო დამატებით იმავე რაოდენობის მებრძოლი დაჭრეს.
ამასთან, გაეროს ინფორმაციით, ქალაქ რაფაში მოსახლეობის რაოდენობამ მკვეთრად იმატა, რადგან ღაზაში მყოფები ისრაელის მიერ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების დაბომბვის შემდეგ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადავიდნენ.