გალაკტიონ ტაბიძე – მამული

ჩვენ შესახებრეკლამაკონტაქტიმასალების გამოყენების პირობებისაზოგადოებაკულტურათეატრიკინომუსიკაTVFACE ნიუსებიმოზაიკაHome პოეზია გალაკტიონ ტაბიძე – მამულიგალაკტიონ ტაბიძე – მამულიმამულიცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე – რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასახლავით ხელში დადის ვენახში.აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ აყვავდა მდელო და კორდი!..
დავდივარ… ვწუხვარ და მენანება!