“გალათასარაის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი გეგმები აქვს და წინა ხაზში გაძლიერებას აპირებს. როგორც უკვე ვწერდით, სტამბოლელებმა “ლიონს” გუნდის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მეორე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს და თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა.
პარარელურად, თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოქან ბურუქმა დაადასტურა ცნობა, რომ მისი გუნდი “რომას” არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას დამატებითაცაა დაინტერესებული.
ბურუქმა თქვა, რომ დიბალა დიდებული ფეხბურთელია და ისევე როგორც ყველა მწვრთნელი, არგენტინელს საკუთარ კლუბში თავადაც სიამოვნებით იხილავდა.
სტამბოლელთა დამრიგებელს “ჯალოროსის” შემტევის იანვარში შ
ესაძლო დამატებაზეც დაეკითხნენ, რაზეც განაცხადა, რომ ეს მათ ფარულად უნდა გააკეთონ და მოლაპარაკებები ასე აწარმოონ.
ბურუქმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ქართველს უკვე 3 წელია აკვირდება. თურქული მედიის ინფორმაციით, “გალათასარაი” ისეთი გუნდის აწყობას ცდილობს, რომელიც ევროპაში კონკურენტუნარიანი იქნება და ევროპული თასის მოგებას შეეცდება.