“ნაპოლიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი ბრწყინვალე ფორმაშია, ნიგერიელმა გუშინ, 7 ნოემბერს, ევროპალიგის მეოთხე ტურში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.
Areanapoli-ს ცნობით, “გალათასარაის” ვიქტორის შეძენა სურს და მზადაა “ნაპოლის” შემტევი ბარის ალფერ ილმაზი და თანხა შესთავაზოს.
24 წლის თურქ ფეხბურთელს შეტევის ორივე ფლანგზე და ასევე მეორე ფორვარდის პოზიციაზე თამაში შეუძლია.
ჯერჯერობით უცნობია სურს თუ არა “პარტენოპეის” ილმაზის დამატება.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში “გალათასარაის” მაისურით ყველა ტურნირზე 8 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.