“გალათასარაიმ” მიქაუტაძეში “ლიონს” უფრო მეტი შესთავაზა და ისევ უარი მიიღო

როგორც ჩანს, “გალათასარაის” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი “ლიონის” 24 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა და კლუბებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს.
ადრე “გალათასარაიმ” “ლიონს” 17 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა და უარი მიიღო. ჟურნალისტი საბერ დეფარჟი იტყობინება, რომ სტამბოლურმა კლუბმა დღეს “ოლიმპიკს” ქართველის თაობაზე 21-მილიონიანი წინადადებით მიმართა, თუმცა ისევ ვერ დაიყოლია. მოსალოდნელია, რომ “გალათასარაი” არ დანებდება და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
გიორგი “ლიონმა” “აიაქსისგან” 18.5+4.5 მილიონად იყიდა და კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმა. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე
გადაცემაა, თანაც გასათვალისწინებელია, რომ უმეტესად შეცვლაზე უწევს შესვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში