„გალათასარაიმ“ „ლიონს“ მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა – ფაბრიციო რომანო

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ლიონსა“ და „გალათასარაის“ შორის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა – ინფორმაციას ცნობილ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „ლიონმა“ „გალათასარაისგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო. თურქული კლუბი ფრანგებს 17 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს სთავაზობს, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მიქაუტაძის გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს“, – წერს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ რთულ ფინანსური კრიზისშია და ახალი სეზონის დაწყებამდე დავალიანებას თუ ვერ გაისტუმრებს საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება.
ამ მიზნით კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძეა.