“გაკვირვებული ვარ” – დი კანიომ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ Sky Sports-ის ეთერში “ნაპოლისა” და “ემპოლის” (0:1) მატჩის შესახებ ისაუბრა.
იტალიელის თქმით, ს სათადარიგოთა სკამზე დატოვებით გაკვირვებული დარჩა.
“ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე ხილვა ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ფრანგმა ჟურნალისტებთან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქმეში დასვენებული ფეხბურთელების ხილვა სურდა, თუმცა ასეთი ცვლილებები გამართლებულია მაშინ, თუ მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა გაქვს, რაშიც ეჭვი მეპარება.
ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მწვრთნელმა უნდა აიღოს”, – განაცხადა დი კანიომ.