გაი ვერჰოფშტადტი – ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე – დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, – ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.
„ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე. დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს“, – წერს გაი ვერჰოფშტადტი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე