გაიწვიეთ კანონპროექტი – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოწოდება “ოცნებას”

გაეროს ადამიანის უფლება კომიტეტი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს გაიწვიოს კანონპროექტი. საუბარია რუსულ კანონზე, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია პარლამენტიდან და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ახლა ისევ აპირებს მის მიღებას.
“ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან, აწებებს იარლიყს, რომ არიან „ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ უცხო ძალის ინტერესებით“. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას”, – აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.
#Georgia: We urge the authorities to withdraw the draft law labelling civil society & media that receive over 20% of their funding from abroad as “organisations acting in the interest of a foreign power”. This poses serious threats to freedoms of expression & association. — UN Human Rights (@UNHumanRights) April 4, 2024
· „ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.
· კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
· კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?