ქუთაისის “ტორპედომ” 32 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიმატა და მას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
მას ნორვეგიის ნაკრებში 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს გამოცდილი შემტევი ნიდერლანდებში “კამბურში” ასპარეზობდა, იქამდე კი “დენ ჰააგის”, “ალკმაარის”, “ულსან ჰიუნდაის”, “როსენბორგის”, “ჰართსისა” და “მონრეალის” ღირსებასაც იცავდა.
გთავაზობთ იონსენის გატანილ რამდენიმე გოლს, რითაც ამ ფეხბურთელზე წარმოდგენა შეგექმნებათ.