გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“

„იმის მტკიცებულებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი თანხები პოლიტიკურ პარტიებში ხვდებოდა, ვფიქრობ, რომ არსებობს. ამას არაერთი განცხადება მოწმობს და სავარაუდოდ, მეტი მტკიცებულებებიც გამოჩნდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID-ი და NED-ი, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ. „გაიშიფრა ის სქემა, რითაც მოქმედებს „დიფ სთეითი“ – გაიშიფრა ორი უმსხვილესი ორგანიზაცია – USAID-ი და NED-ი, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის მთავარი მკვებავი არტერია იყვნენ.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აუცილებლად გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე – საქართველოში. მივესალმები იმას, რომ სახელისუფლო გუნდი ყველაფერს აკეთებს და დროულად მოქმედებს იმისთვის, რომ მივიღოთ გარკვეული კანონები, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო, გადმორიცხული, თუნდაც დიდი ფულის სანაცვლოდ, არ გახდეს სათამაშო დიდი ინტერესების გავლენის სფეროში“, – აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას