“გაინძერით მეთქი, მინიმუმ 500 ლარი გვჭირდება, გაიგე?” – რა სქემით მუშაობდა ორგანიზებული ბანდა (აუდიოჩანაწერი)

რა სქემით მუშაობდა ორგანიზებული ბანდა – ირკვევა, რომ სასურსათო მაღაზიების გასაქურდად ბრძანებას გ.ქ. – მეტსახელად “მურო” გასცემდა. სწორედ ის სახელდება დანაშაულებრივი ბანდის მეთაურად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო მასალაში ისმის, თუ როგორ აიძლებს “მურო” სქემაში ჩართულ არასრულწლოვნებს კონკრეტული ობიექტების ძარცვას.

ამავე ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ სწორედ მუროსთან მიდიოდა მოპარული ნივთების რეალიზაციიდან მიღებული თანხების უმეტესი წილი.

“გაინძერით მეთქი, მინიმუმ 500 ლარი გვჭირდება, გაიგე?” – ისმის ფარულ ჩანაწერში.

როგორც “პირველებისთვის” ხდება ცნობილი, “მურო” დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

დაკავებულთა შორის არის ლიდერი, ორი არასრულწლოვანი და ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.

-ს ცნობით, სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება