გაინტერესებს მომხმარებლის ქცევა? – გაიგე მეტი საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერით

გიფიქრიათ, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს პროდუქტის ან სერვისის შეძენისას? — არ აქვს მნიშვნელობა, ინტუიციურია, თუ ბევრი ფიქრის შედეგი ­— ის, თუ რა გზას გავდივართ პროდუქტის შერჩევამდე და შეძენამდე, ბიზნესის მფლობელებისა და მარკეტერებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
მომხმარებლის ქცევა არაერთ ფაქტორს აერთიანებს — იმას, თუ რას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, როცა ვყიდულობთ სხვადასხვა ნივთს ან პროდუქტს, რამდენად ხშირად ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და და რატომ ვირჩევთ კონკრეტულ ბრენდს და არა სხვას; ამ და კიდევ სხვა ბევრი დეტალის გააზრება ბიზნესს ლოიალური მომხმარებლების შეძენაში, გაყიდვების ოპტიმიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.
როგორ დავაკვირდეთ მომხმარებელთა ქცევას?
ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ საუკეთესო გზაა, ბიზნესმა დასკვნები მონაცემებზე დაფუძნებით გამოიტანოს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა გამორჩეული პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი შექმნა და სხვადასხვა ზომის კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, დააკვირდნენ საკუთარი მომხმარებლების ქცევას პროდუქტის ან სერვისის შეძენისას.
ბიზნეს მენეჯერი ერთიანი პლატფორმაა, საიდანაც ბიზნესები ქმნიან შეთავაზებებს და უკავშირდებიან 1 400 000-ზე მეტ ადამიანს მობილბანკის, sCoolApp-ის და Offers.bog.ge-ს საშუალებით. პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ აქ ხელმისაწვდომია ზუსტი ანალიტიკა – გრაფიკების სახით წარმოდგენილი ინფორმაცია როგორც მიღებული გადახდების, ისე მომხმარებლების ქცევის შესახებ.
ბიზნეს მენეჯერის გამოყენება ს ბიზნეს მომხმარებლებს მარტივად, ონლაინ, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეუძლიათ, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ნებისმიერ ციფრულ არხში − როგორც ფიზიკური პირის მობილბანკში, ისე ბიზნეს მობილბანკში.