“გაინტერესებთ რა ტკივა ქართულ მიწას? მოუსმინეთ ამერიკელებს” – რას წერს გიგა გელენიძე

მიიწა, ქართული მიწა, მიწა პეშვში, მიწა ფეხსაცმელში, ნიკოლო მიწიშვილის მიწაა, თუ ნიკო ლომოურის, მიწა, რომელსაც გვეცილებიან (წარმატებით), გაპოხილი სისხლით ოფლით, ვხნავდით, მეორე ხელში ხმლით, დედამიწა, მიწის ყივილი, ძახილი, ფეთქავს, და…
ვერ უზრუნველყოფს გლეხის ოჯახის გამოკვებას, ვერ ქმნის დოვლათს, აყოვნებს მოსახლეობას ინდუსტრიისგან, მოითხოვს სუბსიდირებას, ტირის ტელევიზორში (ისევ სეტყვა, ისევ ქარი, ისევ გვალვა), ბრაზობს ბიუჯეტის სიმწირეზე, რომ ერთხელაც გლეხი კაცითვინ ვინმე მოვიდეს, რომ…რტტტტტ, დაქოქოს და გაუშვას თავის ამპლიტუდაზე – ეკონომიკის წამყვან დარგად, ჩვენ ხომ ჩაიმ და მანდარინმა უნდა გვარჩინოს, ერჩინა, როცა დამოუკიდებლობა გავბედეთ.. ვაშლმა და ყურძენმა კიდევ, დაფნამ აბრეშუმის თუთამ, აგერ თხილმა, მოცვმა და მაყვალმაც, რატომაცარა – პო, სენა, რეინი და ვისლა შრება ნება ნება – ევროპას უფრო უჭირს ეკო ცვლილებების შედეგად, ვიდრე საქართველოს. საქართველოსაც უჭირს, მაგრამ არა ისე, როგორც ევროპელ ფერმერ-პლანტატორს.. და.. ამ ჭმუნვას და ისევ ჭმუნვას, არ ჯობია მიწის დიაგნოზი გავიგოთ? აგერ ბატონო, პირუთვნელი ანალიზი იმისა, რა შარშიც ვართ ქვეყანა საქართველო თავისი წამოკიდებული მოსახლეობის 48% ით. არაო! მეეტი იყავით სოფელში, გვაჭამეთ ქალაქს, ააშენეთ ქვეყანაო გვთავაზობს ასავალ-დასავალი და სალამურით მიგვიყვება ხრამში. ოდესმე ვინმე მადლიანი ეტყვის ამ ხალხს სიმართლეეს? არ გინდოდეს ეგეთი ძროხა და ეგეთი რძეო, უთხრეს სამტრედიელ “ფერმერს” თავისი 4 ძროხის შესახებ, კალიფორნიაში დაფასთან გაყვანილს რომ ჩამოაწერინეს მეურნეობის მონაცემები (თითო რომ 3 ლიტრს იწველება და დღეში 7 კმს ასფალტზე რომ დადის, გუბისწყლის რიყის გასაკიკნად) მაშინ გავბრაზდი ამერიკელ ტრენერებზე, სამაგიეროდ გემრიელი გამოდის სამტრედიული ყველი მეთქი და ზღვაზე გზად ვაჩერებდი სამტრედიაში ყველის საყიდლად, სანამ არ დავრწმუნდი რომ არ არსებობს ფენომენი “კარგი სამტრედიული ყველი” და რომ არც იმათ უღირთ იმ ძროხის ყოლა და არც მე სამტრედიაში გაჩერება. აგერ ლინკი. გაინტერესებთ რა ტკივა ქართულ მიწას? მოუსმინეთ ამერიკელებს.
წარმოიდგინე რომ ამერიკელთა დაწერილი კი არ არის, არამედ სულმნათი ილია ჭავჭავაძისა და სულმნათი ნიკო ნიკოლაძის ერთობლივი დასკვნაა (რეალში კი ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამ სტატიას ორივე ‘აწერს ხელს’ – მათი სტილია).

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას