„გაილახები, გეუბნები“ – ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა დარჩიას ემუქრება

დღეს, 27 თებერვალს, ს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა.

„უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა.

მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა.

„უზრდელი ვინც არის, სხდომის ჩანაწერს მოუსმინე და გაიგებ. უზრდელები მოიკითხე თქვენს გუნდში, რომლებმაც აქ რაღაცები იკადრეს“- ასე უპასუხა გოგუაძის მუქარას ვაჟა დარჩიამ.

მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა. ის სხდომაზე ახალი ინიციატივებით, წარდგენილ საკითხებზე სიღრმისეული განხილვით ან საქმიანი კითხვებით მომხსენებლებთან ნამდვილად არ გამოირჩევა, სამაგიეროდ გამორჩეულად აქტიურია მაშინ, როცა საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საუბრობენ პრობლემებზე. მინდია გოგუაძის პასუხი ასეთ დროს არა არგუმენტირებული შეპასუხება ან მსჯელობაა, არამედ რეპლიკები და შეძახილები: „გაჩუმდი, ბიჭო“, „შენ ახლა ბევრს ლაპარაკობ“, „ეე, ბიჭო-მეთქი“ , „ჰო, შენ გეუბნები, ბიჭო“  – და ასე შემდეგ.  ამის დამადასტურებელი კადრების ნახვა საკრებულოს სხდომების ვიდეოჩანაწერებშია შესაძლებელი.

დღეს ვაჟა დარჩია საკრებულოს სხდომაზე აკრიტიკებდა მერიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო ქალაქის ქუჩების დროული გაწმენდა თოვლისგან და ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ქალაქში არ არიან დაცული ადამიანები შენობებიდან ჩამოვარდნილი თოვლისგან.

„შენ ბიჭო ახლა მართლა რა… 5 თუ 4 საკრებულოს სხდომაა, ადამიანი მოდის იმისთვის, რომ გვიწვევს. მოთმინებასაც საზღვარი აქვს“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა „ოცნების“ კიდევ ერთ წევრს, თენგიზ აფხაზავას დარჩიას კრიტიკაზე.

წყარო