„გაითვალისწინე, რომ შესაძლოა, მტკივნეულ დათმობებზე მოგიწიოს წასვლა“ – იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკის

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა შეტყობინება, რომელიც შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად: „გაითვალისწინე, რომ შესაძლოა, მტკივნეულ დათმობებზე მოგიწიოს წასვლა.“
მელონის გუნდი იზიარებს მოსაზრებას, რომ ზელენსკის პოზიცია დასუსტებულია მისი მთავრობის ფარგლებში მიმდინარე კორუფციული გამოძიებებით და რომი თავის როლს ხედავს „სამართლიანი და ხანგრძლივი“ სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, თუმცა პრიორიტეტს ანიჭებს ამერიკულ ხაზს ევროპულთან შედარებით.
კიევმა იტალიას სთხოვა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ბელგიაში გაყინული რუსული აქტივების განბლოკვის პროცესში და მონაწილეობა მიიღოს „Purl“ პროგრამაში ამერიკული იარაღის შესაძენად.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?