გაიზიარეთ ირმა გიგანის სიხარული

პიანისტ ირმა გიგანის შემოქმედებით ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია – ხელოვანი რომში, ს ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე დაუკრავს:
“მინდა საოცრად გამორჩეული და სრულიად დაუვიწყარი ამბავი გაგიზიაროთ:
18 იანვარს ვარ მიწვეული რომში, ს (Vatican City) ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც გაიმართება Sala dei Cento Giorni-ში , იტალიის და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მარგალიტში, მოხატული გენიალური Giorgio Vazari -ს მიერ.
შევასრულებ სოლო პროგრამას, ბახის, შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებებს და ასევე კამერულ მუსიკას , (ფრანკის სონატას ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, ასევე ერნესტ ბლოხის და პაგანინის ნაწარმოებებს) არაჩვეულებრივ მევიოლინე Yerassyl Khamit-თან ერთად.
პ.ს. საქართველო ევროპაა! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ ხალხს , რომელიც ჩემთვის ნიმუშია თავისუფლების და შეუპოვრობის.
მადლობა ახალგაზრდებს და ყველას, ყველა ადამიანს ვინც გარეთ დგას და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს!”

ასევე დაგაინტერესებთ

“იმ სამარცხვინო ტყუილის შემდეგ, რაც გუშინ “რეაბილიტაციის” კომიტეტმა ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო განცხადებაში იკადრა, კიდევ ერთხელ ვასაჯაროებთ სახურავზე დაგროვებული თოვლის ამსახველ ფოტომასალას”