გაიზიარეთ გვანცა ბუცხრიკიძის სიხარული

ქართველ მევიოლინეს გვანცა ბუცხრიკიძეს სასიხარულო დღეები აქვს – ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა:
“გავხდი ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 1 პრემიის მფლობელი,რამაც ძალიან გამახარა. ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით. მექნება მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემოთავაზებები კონკურსიდან, რაც ნიშნავს რომ წინ ძალიან დატვირთული ზაფხული მელოდება.
კონსერვატორიის სემესტრის დასრულების შემდეგ, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა, ახალი ამბავია ის, რომ როგორც პედაგოგი წელს კომისიაში ვარ, რაც ასევე ძალიან მახარებს და განვაგრძობთ ბავშვების შერჩევას კონცერტისთვის, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში 9 ივნისს.”