გაიზარდა კიევში, სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი

კიევზე ს ჯარების მორიგი შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ 5 იანვარს დილით განაცხადა ს მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ს ობოლონსკის რაიონში მდებარე კერძო სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შენობაში ხანძარი გაჩნდა.
კიევის მერის ინფორმაციით, ოთხი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაღუპული კლინიკის პაციენტი იყო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობიდან 25 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
გასულ ღამით ს ჯარებმა დრონებით დაარტყეს კიევის ოლქსაც. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ფასტოვის რაიონში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
კიევის საოლქო პოლიციის ცნობით, ფასტოვის, ობუხოვის და ვიშგოროდის რაიონებში განადგურებულია ერთი კერძო სახლი და დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და 12 კერძო სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, კიევის ოლქზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქი სლავუტიჩი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ს შეუტიეს 9 რაკეტით და 165 დრონით.
ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის საჰაერო ძალების მიერ დადასტურებული იყო 137 დრონის ჩამოგდება უკრაინის ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში. სარდლობამ დაადასტურა რუსული რაკეტებით და 26 დრონით პირდაპირი დარტყმა 10 ადგილზე.
ფორუმი