გაიგე, რა სიახლეებს გიმზადებს განახლებული „ერთგული ბარათი“

შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთგული მომხმარებლებისთვის მ ლოიალობის ბარათი შექმნა. სახელწოდებაც ზუსტად პასუხობდა მის დანიშნულებას – „ერთგული ბარათი“. ვიზუალური იდენტობა, რომელიც სიტყვას ზუსტად გადმოცემდა 1-იანისა და გულის სიმბოლიკით, მარტივად დაიმახსოვრა მომხმარებელმა. ბარათის გამოყენების შედეგად, ყოველ დაგროვებულ 1 ქულაზე მომხმარებელი 1 ლარს იღებს.
სულ ახლახან, „ერთგული ბარათი“ სიახლეებით დაგვიბრუნდა და მისი გამოყენება არამხოლოდ გამარტივდა, არამედ სახალისო პროცესადაც იქცა. მოდით, გავეცნოთ, რა შეიცვალა, როგორ შეიძინა „ერთგულმა ბარათმა“ ახალი სიცოცხლე და რას მოუტანს მომხმარებელს ეს ყველაფერი.
როგორ შეგიძლია „ერთგულ ბარათზე“ ქულების დაგროვება? უმარტივესად, უკვე არსებული ბარათებით – თუკი თიბისის ნაკრებით სარგებლობ ან სახელფასო ბარათი გაქვს, ავტომატურად ხდები „ერთგულის“ მომხმარებელი და გაქვს წვდომა სპეციალურ შეთავაზებებზე, რათა პარტნიორ ობიექტებში „ერთგული ქულებით“ დაგროვებისას თუ ფასდაკლებებისას, კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვო.
ქულების დაგროვება აქტიურობაზეც არის დამოკიდებული, რაც უფრო ხშირად იყენებ თიბისის ბარათს, მით მეტს აგროვებ. „ერთგულ ბარათს“ ქულების დარიცხვის რამდენიმე ეტაპი აქვს, რაც ყოველთვიური ტრანზაქციების რაოდენობით განისაზღვრება. რაც უფრო მაღალ ეტაპზე ხარ, მეტი „ერთგული ქულა“ გენიჭება, ყოველ გადახდაზე. მომდევნო ეტაპზე გადასვლა აქტიურობაზეა დამოკიდებული. უმოქმედობის შემთხვევაში, არსებული ეტაპის შენარჩუნება 1 თვის განმავლობაში შეგიძლია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მეტ ქულას აგროვებ ვადიანი ანაბრის ან სესხის შემთხვევაში. ჰო, მართლა – კონცეპტის მომხმარებელი თუ ხარ, შენთვის ქულების დაგროვების კიდევ უფრო მაღალი ეტაპია გათვალისწინებული.
სად შეგიძლია „ერთგული ქულების“ დაგროვება? ყველგან სადაც თიბისის ტერმინალია, ასეთს კი ყველა მაღაზიაში ნახავ. ისიც არ დაგავიწყდეს, ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას რომ დააგროვებ.
და გადახდაში როგორი ანგარიშსწორება იგულისხმება? გადახდაში გეთვლება მხოლოდ თიბისის ტერმინალზე ან თიბისი ონლაინ გადახდის სისტემაში გატარებული ტრანზაქცია.
როგორ გავიგო, რამდენი „ერთგული ქულა“ მაქვს? ესეც მარტივია – მობაილბანკში ჩანს, რომელ ეტაპზე ხარ, რამდენი ქულა გაქვს, მომდევნო ეტაპისთვის როგორი აქტიურობა გჭირდება და რას გთავაზობს „ერთგული ბარათი“ ამ დროისათვის, ასე რომ, ბევრი ძებნა არ დაგჭირდება.
„ერთგული ბარათით“ გადახდა ხომ არ გესიამოვნებოდა? ახლა, ეს ტრანზაქცია კიდევ უფრო გამარტივდა. თუკი აქამდე ქულებით გადახდისთვის ბარათი გჭირდებოდა, ახლა ამისათვის ციფრული ბანკიც საკმარისია – აპლიკაციის საშუალებით დაასკანერებ POS-ტერმინალზე მოცემულ QR კოდს და სულ ეგ არის.
[R]