ვერძი
განიტვირთეთ, ეს დღეს აუცილებელია, თუმცა, საქმესაც კარგად გაართმევთ თავს, მთავარია, ემოციები აკონტროლოთ.
კურო
ნუ გაირთულებთ ცხოვრებას დაპირებებით. უმჯობესია, ნაკლები ისაუბროთ. საქმეები გადადეთ მომდევნო დღეებისთვის.
ტყუპები
ირგვლივ რთული გარემოა. შესაძლოა, შფოთი და დარდი გამოიწვიოს ვიღაცის ღალატმა, ან შიშმა და დაძაბულობამ. ფრთხილად იყავით თქვენივე სიტყვებთან.
კირჩხიბი
დღეს, ძალიან გაგიმართლებთ და მნიშვნელოვანია, ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც ბედი გიგზავნით. არ ინერვიულოთ, თუ ვინმე თქვენს ცხოვრებას დატოვებს – ცარიელი ადგილი ნამდვილად არ დარჩება. საღამო, უმჯობესია, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
ლომი
აქტიური დღეა, დაიცავით სიფრთხილე და გამოიჩინეთ წინდახედულობა. შესაძლოა, კარგი წინადადებაც შემოგთავაზონ, მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კარგად გააანალიზოთ ყველაფერი.
ქალწული
დღეს, შეიძლება, მოტყუვდეთ, ან არასწორად მოიქცეთ, ამიტომ, უარი თქვით ყოველგვარ ინიციატივაზე. სასარგებლოა თქვენი ემოციების გამოხატვა, ლაპარაკი, ეს სასარგებლო გავლენას მოახდენს, როგორც თქვენს ფსიქოლოგიურ, ასევე, ფიზიკურ მდგომარეობაზე.
სასწორი
შესაძლოა, თავი დაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, შინაგანად დაძაბული ხართ, თავდაჯერებულობაც იკლებს, შეეცადეთ, მშვიდად მიიღოთ ნებისმიერი სირთულე, რადგან ყველაფერი დროებითია და ყველაფერი გაივლის.
მორიელი
შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი მოგბეზრდათ, დაგღალათ მიმდინარე პროცესებმა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რადიკალური ქმედებები მომდევნო დღეებისთვის გადადეთ.
მშვილდოსანი
ნუ დაელოდებით სასწაულებს და სხვების დახმარებას, იმოქმედეთ საკუთარი ძალებით. გამოიყენეთ თქვენი გონებრივი უნარები და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.
თხის რქა
დღეს, გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ეს პრობლემას შექმნის როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები კვირის დასაწყისისთვის გადადეთ. სასარგებლოა მეგობრებთან ურთიერთობა. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ძალიან მალე თქვენი ცხოვრება მკვეთრად და საუკეთესოდ შეიცვლება, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებებმა არ შეგაშინოთ.
მერწყული
შეიკარით უსაფრთხოების ღვედები, ცვლილება და თავგადასავალი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მოემზადეთ რომანტიკული ნაცნობობისთვის. დღეს შეგიძლიათ, სამყარო გამოწვევას გთავაზობთ, უარის თქმის შემთხვევაში, მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან მოსაწყენი იქნება.
თევზები
ძალიან გაგახარებთ დიდი ხნის უნახავ, თითქმის დავიწყებულ ადამიანთან შეხვედრა. შესაძლოა, მიიღოთ მიწვევა საინტერესო საქმესთან დაკავშირებით.