გაიაზრდა უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე ს სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

უკრაინის ქალაქ ტერნოპოლზე 19 ნოემბერს ს მიერ მიტანილი სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა რიცხვმა 33 ადამიანს მიაღწია. მანამდე იუწყებოდნენ 31 დაღუპულზე. 22 ნოემბერს მაშველებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ნანგრევებში იპოვეს კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრების ცხედრები.
დაღუპულთა შორის ექვსი ბავშვია. კიდევ ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ორი ადამიანი დაშავდა ოდესის ოლქში რუსეთის მიერ 22 ნოემბრის ღამეს მიტანილი იერიშის შედეგად – ამ ცნობას რეგიონის ხელმძღვანელი, ოლეჰ კიპერი ტელეგრამით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად დაშავდა 57 წლის ადგილობრივი ქალი – იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.
პარასკევს დნეპროპეტროვსკში რუსეთის თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი პირი დაიჭრა.
რუსეთის ძალებმა შაბათს გამთენიისას ხერსონის ოლქზეც მიიტანეს იერიში, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სოფელ კიზომისს. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ერთი ქალი.
უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამის არხის თანახმად, შაბათის ღამეს რუსეთმა ზე იერიში მიიტანა 100-ზე მეტი დრონით და ბალისტიკური რაკეტებით. უკრაინელი სამხედროების თქმით, ჩამოგდებულ იქნა 89 უპილოტო საფრენი აპარატი. ექვს ადგილას ჩამოვარდა 13 დრონი. ცნობის თანახმად, ვერ მოხერხდა Iskander M-ის კომპლექსიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება.
ფორუმი