“გათიშე მოსკოვი” – აქცია დაანონსდა საზმაუს ახალ შენობასთან

დღეს, 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან, აქვია დაიგეგმა, ორგანიზატორები წერენ:
დღეს, როდესაც ქვეყანაში 70-მდე სინდისის პატიმარი გვყავს და მათ რეჟიმის სასამართლო წლობით თავისუფლების აღკვეთით ემუქრება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ რეჟიმის ხელში რეპრესიული პოლიტიკის, პროპაგანდის იარაღია.
13 წელია იმდენად შევიდნენ ცენზურის ხიბლში, რომ დღესაც უგულვებელყოფილია პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების მოთხოვნა – დაუთმონ ეთერი!
ეთერი მიუღწეველი გახდა სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფისთვის და თავისუფალი, კრიტიკული აზრისთვის. 10 ივლისს, საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე საბა ჯიქიას, ხოლო 13:00 საათზე ანრი კვარაცხელიას დასკვნითი პროცესებია. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა მხარდაჭერისათვის ვიკრიბებით ჯერ საქალაქო სასამართლოსთან, ხოლო საღამოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან (ანნა პოლიტკოვსკაიას N31, ახალი შენობა). საზოგადოებრივმა მაუწყებელმა: უნდა შეასრულოს პირობა და დაუთმოს პოლიტპატიმრების ოჯახისწევრებს ეთერი! უნდა გააშუქოს სიმართლე და დაიცვას ობიექტურობა! უნდა გადასცეს ლაივ რეჟიმში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა ჩართული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესში, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპისთვის რისკები იზრდება და აბსოლუტურად არ შეგვიძლია ამის მიღება ან დაშვება