გათანაბრება მალდინის შედეგთან – ტეო ერნანდესის მორიგი ბრწყინვალე მატჩი “მილანის” მაისურით

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. “როსონერის” მხრიდან მე-2 გოლი 41-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა.
ფრანგი ფეხბურთელისთვის ეს სერია A-ში “ლომბარდიელთა” რიგებში 29-ე გოლი გახლდათ, რითაც ტეო ლეგენდარულ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა.
შეხსენებისთვის, ერნანდესი “მილანის” ღირსებას 2019 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ