გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დიღმის მასივში 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 29 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
„დიღმის მასივის V და VI კვარტლებში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, დაახლოებით 21.10 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდა დიღმის მასივის კვ. V-ში მდებარე კორპ. 17-ის მიმდ, კორპ. 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მას. 6 კვ-ში – კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკ 19/1, 4, 6-ში, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (ნაკვ. 27/018) მდებარე შპს ,,ნიუ გრუპი”საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 29 დეკემბრის 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




