გაზრდილმა ტარიფებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას იტალიური ყველის ექსპორტს აშშ-ში

იტალიელი ფერმერები და ყველის მწარმოებლები შეშფოთებული არიან, რადგან გაზრდილმა ტარიფებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას იტალიური რძის პროდუქტების ექსპორტს -ში.
იტალიის ფერმერთა კონფედერაციის (CIA) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ტრადიციული „პეკორინო რომანოს“ ცხვრის ყველის წარმოების 50%-ზე მეტი ექსპორტზე აშშ-ში გადის.
იტალიის ფერმერთა კონფედერაციის (CIA) წარმომადგენლის იტალო პულჩინის განცხადებით, იტალიაში წარმოებული ყველი „პეკორინოს“ 51% ექსპორტზე აშშ-ში გადის. მის წარმოებაში ჩართულია 8,500 ბიზნესი: 8,000 – სარდინიაში, 500 კი – ლაციოში. სარდინიაში წარმოებული პეკორინოს 95% ექსპორტზე გადის (აშშ-ში), ლაციოს რეგიონიდან კი 5%. პეკორინოს აშშ-ში ექსპორტის ეკონომიკური ბრუნვა 160 მილიონ ევროს შეადგენს.
იტალიელი ფერმერების შეშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ თუ ტარიფები 25%-ს მიაღწევს, ექსპორტი შეიძლება შემცირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 35-40 ევროთი შემცირდება იტალიური ყველის ექსპორტი.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ტარიფები გავრცელდება ყველ „პეკორინოზე“. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტარიფი შეიძლება 25%-ზე ნაკლები იყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვალში წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების გაზრდას იმპორტზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური დაპირისპირება მოკავშირეებთან და კონკურენტებთან.
„პეკორინო რომანო“ არის ტრადიციული ცხვრის რძის ყველი, რომელიც მზადდება მარილითა და რენინით 12-თვიანი დავარგების შემდეგ. მისი სახელი და რეცეპტი დაცულია ევროკავშირის კანონებით. იგი ძირითადად მაკარონზე მოსაყრელად გამოიყენება. ის ასევე დიდი რაოდენობით გადის ექსპორტზე აშშ-ში.
ფერმერები ღელავენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც სარდინიაში მუშაობს, სადაც „პეკორინო“ იწარმოება,
„ამ მომენტში დიდად არ გვეშინია. რადგან ეს პროდუქტს ძირითადად მაღალი კლასის წარმომადგენლები ყიდულობენ, რომელთათვისაც არ უნდა იყოს პრობლემა, რომ მეტი თანხა გადაიხადონ. მეორე მხრივ, დაახლოებით ერთი წლის წინ, დღევანდელთან შედარებით, საბითუმო ფასები 20%-ზე მეტი იყო პროდუქტის (რძის) დეფიციტის გამო. ასე რომ, ბოლო წლის განმავლობაში წარმოების დონეზე ფასი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. ამჟამად, ჩემი აზრით, თუნდაც ტარიფები 20-25%-ით გაიზარდოს, ჩვენ ვერ მივაღწევთ ერთი წლის წინანდელ ფასს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებს გავყიდით“ – განაცხადა – I Buona Tavola-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე კაპუანიმ.
ტრამპის რესპუბლიკური ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ახალი ტარიფები გაათანაბრებს აშშ-ისა და უცხოური მწარმოებლების კონკურენციის შესაძლებლობას, თუმცა არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ამ ახალ გადასახადებს, სავარაუდოდ, გადაიხდიან ამერიკელი მომხმარებლები და ბიზნესის წარმომადგენლები.
ტარიფებს განიხილავენ მომდევნო კვირების განმავლობაში, რამაც შეიძლება შექმნას სივრცე ახალი ტარიფებით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, ან შესაძლოა გაახანგრძლივოს კიდეც პროცესი.