როგორც შიდა ასევე საერთაშორისო საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთვევაში იწვევენ, გზების სხვადასხვა სახით დაზიანებებს.
საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობასა და მოვლა შენახვის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 10 წელიწადში ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული.
ბუნებრივია, იმისა კითხვა, რამდენად ეფექტიანად და სისტემურად ხორცილდება ქვეყნის საავტომობილო ქსელზე ღერძზე მოსული დატვირთვების კონტროლი.
საავტომობილო გზებზე ეფექტური კონტროლის თვალსაზრით როგორი გამოცდილება არსებობს, ანდაც რა სახის საკანონმდებლო თუ ტექნოლოგიურ ღონისძიებებს მიმართავენ ღერძზე მოსული ნორნატიული დატვირთვების დარეგულირების მიზნით.
სადღეისოდ მსოფლიოს მრავალ, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ფართოდ ინერგება, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარალელურად, წონით – გაბარიტული კონტროლის სისტემები.
უკრაინაში რამდენიმე წლის უკან, ყველაზე ტვირთდაძაბულ კიევი – ჩოპის მონაკვეთზე ექვსი სტატიკური ტიპის წონით – გაბარიტული კონტროლის Weigh-in-Motion სისტემა იქნა დამონტაჟებული.
ისეთი დიდი ტერიტორიის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც უკრაინაა, 250 ერთეულია საჭირო რომ მთლიანად მოიცვას დიდ ქალაქებთან და ნავსადგურებთან მისასვლელი საგზაო მაგისტრალები. პირველ ეტაპზე 100 ადგილია იდენტიფიცირებული სადაც ეტაპობრივად ხორციელდება სისტემის მონტაჟი.
როგორ მუშაობს Weigh–in–Motion სისტემა? სისტემა მონტაჟდება სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების გავლისას ფიქსირდება საერთო წონა და თვითეულ ღერძზე მოსული დატვირთვა.
ავტომატიურად ამომცნობი კამერა, ლაზერული სკანერის დახმარებით აფიქსირებს სატრანსპორტო საშუალების გაბარიტულ ზომებს.
სისტემა ფუნქიონირებს 24/7 – 365 რეჟიმში, შეუძლია – 30 დან + 40 გრადუს ტემპერატურას გაუძლოს.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების წონის კონტროლი შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 120 კმ სთ ს.
უკრაინული გამოცდილების მიხედვით – პირველ ეტაპზე სისტემა ფუნქციონირებს სელექციურ ანუ შერჩევით რეჟიმში, რაც გულისხმობს გზებზე დამონტაჟებული სტატიკური კომპლექსიდან გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე საგზაო ინსპექტორის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეჩერებას და დადასტურების შემთხვევაში საჯარიმო სანქციის გამოწერას.
მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია სისტემის სრული ავტომატიზაცია, მონაცემთა ბაზებში შენახული სრული ინფორმაციის საფუძველზე საჯარიმო სანქციები ავტომატიურად გადაგზავნილი იქნება დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების მისამართით.
Weigh-in-Motion სისტემის გამოყენების უპირველეს მიზანს, მძიმე წონიანი სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა დაზიანებისგან დაცვა წარმოადგენს.
Weigh-in-Motion სისტემის ერთიკომპლექტის სავარაუდო ღირებულება მილიონი დოლარია. არსებულ გზაგამტარზე მოწყობის შემთვევაში 20 % ით მცირდება ღირებულება.
უკრაინაში პროექტი დონორი საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
რუსეთი – საკუთარი საავტომობილო გზების შენახვის ერთ – ერთ მიმართულებად სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული ზომების ავტომატიზირებული კონტროლის სახელმწიფო სისტემის (АСВГК) დანერვას მიიჩნევს.
რუსეთის შესაბამისი საგზაო სამსახურების შეფასებით მწიმე წონის სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზების დაზიანებით გამოწვეული ზარალი 2.6 ჯერ აღემატება, ამივე სატრანსპორტო სასუალებების მიერ საგზაო ფონში ან ფასიანი გზებით სარგებლობის ჯამურ გადასახადს.
ექსპერიმენტალურად დამტკიცებულია, რომ სატრანსპორტო საშუალების მიერ 10 % ით გადაჭარბებული ღერძზე მოსული დატვირთვა იწვევს 40 – 45 % ით საგზაო საფარის სტრუქტურულ ცვეთას.
2024 წლისათვის რუსეთის ფედერაციულ ტრასებზე ავტომატიზირებული კონტროლის 387 პუნქტია მოწყობილი. მუნიციპალური დანიშნულების გზებზე კი 366 პუნქტი.
რუსეთის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისათვის რომელთა ღერძზე მოსული დატვირთვა 6 ტონას არ უნდა აჭარბებდეს.
რუსეთის გზების მხოლოდ 39 % ია განკუთვნილია 11.5 (საერთაშორისო სტანდარტი) ტონიანი ღერძზე მოსული დატვირთვისათვის.
გზების ინტენსიური დაზიანება ფიქსირდება იმ უბნებზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მიერ შერჩეული მარშრუტი გადის რეგიონალ და მაგისტრალური ე.წ. „ტეხილი“ მიმართულებებით.
მაგალითისათვის, ისეთ მარშრუტებს, რომელიც მოიცავს, როგორც 6 ტონიანი ღერზე მოსულ დატვირთვის და ასევე 11.5 ღერძზე მოსულ კომბინირებულ მიმართულებას.
ანალოგიურად ასეთივე პრობლემა არსებობს საქართველოში, როდესაც პირობითად მძიმე წონის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მიმაგრებულია მაგალითისათვის რეგიონში რომელიმე კარიერზე და იქიდან ეზიდება სამშენებლო ინერტულ მასალას, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, უწევს როგორც რეგიონალური ასევე ცენტრალური ტრასის გავლა.
ასეთ პირობებში, საწარმო რომელიც ქირაობს ან იყენებს სატრანსპორტო საშუალებას, ფინანსურად დაინტერესებულია მაქსიმალურად გამოიყენოს ავტოტრანსპორტის ტვირთამწეობა და ასეთი „ტეხილი“ მარშრუტით მოძრაობისას, ინტენსიურად აზიანებს რეგიონალური დანიშნულების საგზაო ინფრასტრუქტურას.
ხაზგასასმელია, რომ ასეთ შემთვევებში არა გადაჭარბებულ ღერძზე მოსულ დატვირთვაზეა საუბარი არამედ იმ საგზაო მონაკვეთებზე სადაც ღერძული დატვირთები ნორმით 6 ტონას არ უნდა აღემატებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ამ ტიპის მონიტორინგი მიმდინარეობდეს.
ბუნებრივია, რომ ასეთ ე.წ. „ტეხილ“ მარშრუტებზე ინდივიდუალურად მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალების ღერძზე მოსული დატვირთვის კონტროლი პრობლემას წარმოადგენს.
ყაზახეთმა ამ პრობლემის დასარეგულირებლად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ 2026 წლიდან შეზღუდავს ყველა ტიპის ე.წ სამასვალების გადაადგილებას რომლის წონა დასაშვებ ნორმებს აჭარბებს.
ამასთან, კანონით პასუხისმგებლობა გადავიდა წიაღის ან ნედლეულის მომპოვებელ კომპანიაზე. მაგალითისათვის თუ წიაღის მომპოვებელი კომპანია წლის განმავლობაში დაუშვებს, რომ მის საკუთრებაში მყოფი ან არენდირებული სატრანსპორტო საშუალება ორჯერ დაარღვევს სატრანსპორტო საშუალების წონით ნორმას, ასეთ კომპანიას წიაღის მოპოვეპაზე კონრაქტი გაუწყდება და შესაბამისი ლიცენზია წიაღის მოპოვებაზე ჩამოერთმევა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით ე.წ. სამასვალები, სატვირთო პარკის 35 % შეადგენს. სტატისტიკურად ყოველწლიურად გზების დაზიანების 25 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 60 % ე.წ. სამასვლების მიერ არის გამოწვეული.
2026 წლიდან ყაზახეთი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგრძნობლად გააუმჯობესოს გზების მდგომარეობა.
დასკვნის სახით – საქართველოში მძიმე წონის სატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების შესამცირებალდ აუცილებელი იქნება ქვეყნის ტერიტორაზე შეირჩეს სპეციალური არეალები, სადაც მოეწყობა სატრანსპორტო საშუალების ღერძზე მოსული დატვირთვების და გაბარიტის გამზომი Weigh-in-Motion ტიპის სტატიკური სისტემები.
შიდა და საერთაშორისო გზებზე, ღერძზე მოსული დატვირთვის უნიფიცირებისატვის აუცილებელი იქნება სათანადო ცვილებების გათვალისწინება იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის რომლებიც იმტენსიურად იყენებენ შიდა დანიშნულების საავტომობილო გზებს.
წყარო: transcor.ge