გაზრდილი ლიმიტი, მეტი შესაძლებლობა — გაუმჯობესებული ავტო სესხი „ლიდერ კრედიტისგან“

„ლიდერ კრედიტის“ ავტო სესხზე ახლა უკვე გაზრდილი ლიმიტი ელოდებათ მომხმარებლებს. თანხის მიღება 2000-დან 200 000 ლარამდეა შესაძლებელი, რაც ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს და მეტ ფინანსურ მოქნილობასაც უზრუნველყოფს.
სასურველი თანხის მისაღებად, ავტო სესხი სწრაფი და მარტივი გამოსავალია. მით უმეტეს მაშინ, როცა კომპანია არ ამოწმებს მიზნობრიობას და არც შემოსავლების დადასტურება მოითხოვება. მომხმარებლებს კი შეიძლება სხვადასხვა მიზნით სჭირდებოდეთ თანხა: სახლის სარემონტოდ, ტექნიკის შესაძენად, საზაფხულო მოგზაურობის დასაგეგმად ან სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. მთავარია, გყავდეთ ავტომობილი, რომლის გამოშვების წელიც არის 2005-დან ზევით; ხოლო მიმდინარე საკრედიტო ისტორია იყოს მოწესრიგებული.
ამავდროულად, ზაფხულის პერიოდში შეგიძლიათ, 6-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლოთ, რაც საშუალებას გაძლევთ სესხის აღებიდან 6 თვემდე მხოლოდ სესხის პროცენტი დაფაროთ.
„გაზრდილი ლიმიტი მეტი მომხმარებლის უკეთ დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, წლის განმავლობაში უამრავ საჩუქარსა და აქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს. მაგალითად, გასულ წელს ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ყველა რეგიონში, სადაც ლიდერ კრედიტია წარმოდგენილი, გამარჯვებული ქალბატონები გამოვლინდნენ და მათ საწვავის 300-ლარიანი ვაუჩერები გადავეცით. წელს კი, სააღდგომოდ, 200-ზე მეტ მომხმარებელს „არომას“ ბრენდის ავტომობილის სუნამოები ვაჩუქეთ. ხოლო ზუგდიდსა და გორში ახალი ფილიალების დამატებასთან დაკავშირებით, საწვავის ვაუჩერების აქცია ამოქმედდა… და ეს მხოლოდ ცოტაა იმ სრული ჩამონათვალიდან, რასაც „ლიდერ კრედიტი“ აკეთებს. ჩვენი მიზანია, მუდმივად წავახალისოთ ჩვენი ერთგული მომხმარებლები“, — აცხადებს ლიდერ კრედიტის ავტო სესხის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ ტყებუჩავა.
შეადარე პირობები დეტალურად და არჩევანი შეაჩერე შენზე მორგებულ ავტო სესხზე.