თბილისის ნოემბრის აქციებზე იდგა მთელი საქართველო – თავისი შვილებით, თავისი ღირსებით, თავისი მომავალით
და მე იმ ადამიანებს შორის ვიყავი, ვინც ყოველ საღამოს, მინიმუმ სამჯერ ვიწამლებოდით იმ ქიმიური გაზებით, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობამ აკრძალა,
მაგრამ ჩვენ “ხალხად” არ გვთვლის ამ ქვეყნის ე.წ მმართველი ძალა და ყველა გზა დასაშვებია მისთვის შედეგის მისაღწევად
ეს იყო ნელი, უხილავი, საშინელი შხამი, რომელიც ჩვენზე გამოსცადეს.
ამ ყველაფერს არც ჩემ შემთხვევაში ჩაუვლია უმტკივნეულოდ!
იმ დღიდან – დღემდე,რაც გაზი პირდაპირ სახეში შემასხეს, მაწუხებს ტკივილი თვალების.
იანვარში საერთოდ დამეკარგა მხედველობა მარცხენა თვალში – სისხლით ამევსო მთელი თვალი,
რომ არა ფრანგი ექიმების წარმოუდგენელი მონდომება, დღეს ალბათ საერთოდ ვერ შევინარჩუნებდი თვალს.
პროფესორმა მითხრა:
„სრულად არასოდეს აღდგება მხედველობა“.
და მადლობა ღმერთს, რომ უარესი არ მოხდა… მაგრამ კითხვა მიტრიალებს გონებაში: რას აკეთებს ის, ვისაც არ ჰქონდა საშუალება, არ ჰყავდა ფრანგი ექიმები, არ შეეძლო მკურნალობა?
ვინმემ მოიკითხა?
ვინმემ ჰკითხა: „როგორ ხარ? სამედიცინო დახმარება გჭირდება?“
რამდენ ადამიანს დარჩა უკურნებელი ტკივილი?
რამდენს დაუზიანდა თვალები, ფილტვები, ნერვები? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელის მოღერება არავის შერჩენია მსოფლიო ისტორიაში.
ვინც საკუთარი ახალგაზრდების, ქართველი გოგო-ბიჭების ჯანმრთელობას სწირავდნენ, ისინი ვერ აირიდებენ პასუხისმგებლობას.
ვერც დროს, ვერც ისტორიას, ვერც ადამიანებს გაექცევიან. ეს მწამს ყველაზე მეტად:
სიმართლეს ყოველთვის აქვს დაბრუნების გზა.
და ეს გზა უკვე დაიწყო.




