გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განხორციელების გამო, 19 სექტემბერს, ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განხორციელების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ დროებში შეუწყდებათ ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს – ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 19 სექტემბრის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული