გაზის ტარიფი ბოლო 6 წელში 72% -ით გიზარდა

გაზის ტარიფი ბოლო 6 წელში 72% -ით გიზარდა. ინფორმაციას სატრანსპორტო კვლევის ცენტრი ასაჯაროებს. დოკუმენტის თანახმად, კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის მოხმარების ტარიფი 54 თეთრით ანუ 72%  არის გაზრდილი.

გაძვირების მიზეზად ეროვნული ვალუტის კურსი და მოძველებული ქსელების აღდგენაზე გაწეული ხარჯები სახელდება, თუმცა კვლევის ავტორებს ეს არგუმენტები არადამაჯერებლად მიაჩნიათ.

პრაქტიკულად, 72%-ით გაიზარდა  კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფი. რატომ მოხდა ისე, რომ დაახლოებით სამჯერ მეტად გაზარდა და მხოლოდ 11 თეთრით შემაცირა? ანუ გამოდის, რომ მთავრობა რიგ შემთხვევებში, იყენებს თავის სასიკეთოდ საბიუჯეტო და სხვა შემოსავლების გასაზრდელად და არა იმ პრიორიტეტის განსახორციელებლად, რაც არის, პირობითად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. 20-25 თეთრითაც რომ შემცირებულიყო მეწარმეებისთვის გაზის ტარიფი, ეს გარკვეულწილად შეამცირებდა იმ პროდუქციებს, რომელსაც ჩვენ ყველა ვყიდულობთ. აი, ეს იქნებოდა დადებითი ეფექტი, – ამბობს სატრანსპორტო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ გაზის ტარიფის შემცირების შესახებ ივანიშილის ხელისუფლების დაპირება ისეთი ფუჭი იყო, როგორც ბევრი სხვა.

ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, სემეკმა გამოიყენა იმისთვის, რომ სახელმწიფო ჩაეყენებინა უპირატეს მდგომარეობაში და არცერთხელ არ უზრუნია არც ქართულ ბიზნესზე და არც საქართველოს მომხმარებლებზე. გაზის ტარიფის ცვლილების დაპირება ისეთივე ფუჭი დაპირება იყო, როგორც ყველა სხვა. სინამდვილეში, დღეს გვაქვს ვითარება, სადაც ვალუტის კურსის გამო, იმის გამო, რომ ივანიშვილი ეკონომიკურად ამ ქვეყანას ვერ მართავს, იმის გამო, რომ კორუფციაშია ჩაფლული ეს ქვეყანა, დღეს გვაქვს სურათი, როდესაც 2012 წელთან შედარებითგვაქვს 6-ჯერ უფრო დიდი გაზის ტარიფი, – ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი თამაზ დათუნაშვილი.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ