გაზის იარაღის შეძენისთვის შსს-ს თანხმობა გახდა საჭირო – ცვლილება 7 ივნისს ამოქმედდა

შს მინისტრის ბრძანებაში, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, შესული ცვლილებით, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, მომსახურების სააგენტოში -ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან წარადგინოს თანხმობა.
თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს პოლიციაში დაბარებული პირის არგამოცხადება ან/და საცხოვრებელ ადგილზე (იარაღის შენახვის ადგილზე) მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება.

ასევე დაგაინტერესებთ