გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით
„იბერიას“ პრობლემები დაეწყო 2003 წელს, როდესაც ქვეყანაში მოხდა რევოლუცია- განაცხადა ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. „23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დაისვა პირველი შეკითხვა ჩვენი ტელეკომპანიიდან, რომ როგორ მოხდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულ ნაწილში გაუუქმა და მაჟორიტარულ ნაწილში არ გააუქმა, თუ ერთ შემთხვევაში მოხდა გაყალბება, მეორე შემთხვევაში როგორ ჩაითვალა, რომ არ მოხდა გაყალბება, რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობდა და არც მოსწონდათ ამ შეკითხვაზე რომ მივადგებოდით კონკრეტულ ადრესატს და ვეკითხებოდით, რა მოხდა.
ამის შემდეგ სხვა ტელევიზიებში დაიხურა პოლიტიკური ტოქშოუები. პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა უნდოდათ. [ეს ტელეკომპანიები] იყო „პირველი არხი“, „რუსთავი2“, „მზე“, „იმედი“, ერთადერთი გამონაკლისი იყო ტელეკომპანია „იბერია“, სადაც ეს ტოქშოუ მიდიოდა და მიჰყავდა ქალბატონ ლუბა ელიაშვილს. ცოტა ხანში, ლუბა ელიაშვილის საცხოვრებელ ბინაზე მოხდა თავდასხმა. დაცხრილეს მისი საცხოვრებელი ბინა. რა თქმა უნდა, ეს საქმე არ იყო გამოძიებული და ვეკითხებოდით, რა მოხდა, რატომ არ იძიებთ. ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ ვიღებდით და ამასთან ერთად დაიწყო სატელევიზიო დაჭერები. ადამიანის უფლება თუ რამე შეიძლებოდა დარღვეულიყო, ხდებოდა სწორედ ამ სატელევიზიო დაჭერების დროს“-განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ