“გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება” – ორბანი

ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ, რომ­ლის მომ­ხრე ხართ – ჩვენ გავ­ხსნით შამ­პა­ნუ­რის რამ­დე­ნი­მე ბოთლს, თუ დო­ნალდ ტრამ­პი დაბ­რუნ­დე­ბა, – Politico-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა -ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ ტრამ­პი­სა და აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბაა.
ორ­ბა­ნის მტკი­ცე­ბით, თუ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად დო­ნალდ ტრამპს აირ­ჩე­ვენ, ის არც კი და­ე­ლო­დე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და მა­ნამ­დე მი­ი­ღებს ზო­მებს უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
„ის არ და­ე­ლო­დე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას, რათა მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხოს უკ­რა­ი­ნა­ში. ის მყი­სი­ე­რად იმოქ­მე­დებს, ასე რომ, ჩვენ, ევ­რო­პელ ლი­დე­რებს, არ გვაქვს და­სა­კარ­გი დრო, რად­გან არ­ჩევ­ნებ­სა და ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას შო­რის არ იქ­ნე­ბა ორი ან სამი თვე, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ ხდე­ბა. უნდა მო­ვახ­დი­ნოთ რე­ა­გი­რე­ბა ჯერ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ფი­ლო­სო­ფი­უ­რად, შემ­დეგ სტრა­ტე­გი­უ­ლად და შემ­დეგ მოქ­მე­დე­ბის დო­ნე­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე“, – გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.