გავრცელებული მითები SEO-ს შესახებ

დღესდღეობით, თითოეული ჩვენგანის ცხორებაში შემოიჭრა ერთი მარტივი სიტყვა – “დაგუგვლა”. ეს ხელსაწყო ჩვენს ცხოვრებაში იმდენად ინტეგრირდა, რომ ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მიღება მის გარეშე წარმოუდგენელია.
ამ მოსაზრებას არაერთი კვლევა ადასტურებს, მეტიც მსოფლიოს ვებ ტრაფიკის მიმართვების 66% სწორედ Google-ზე მოდის.
ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით. დაინტერესებასთან ერთად კი იზრდება ამ საკითხთან დაკავშირებული მითების რაოდენობაც. ამ ბლოგპოსტით კი ვეცდებით საძიებო სისტემათა ოპტიმიზაციის სპეციფიკა უკეთ გაგაცნოთ.
SEO ერთჯერადი პროცესია
ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ერთჯერადი საქმეა და მისი “გამართვის” შემდეგ სამუშაო სრულდება.
რეალურად SEO განგრძობითი პროცესია, რომელიც უწყვეტ მონიტორინგს, კონკურენტების ანალიზსა და, რაც მთავარია, Google-ის ალგორითმის განახლებებზე მორგებას მოიცავს.
გუგლი ძიების შედეგების გვერდზე პოზიციებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ანაწილებს, მათგან ერთ-ერთი უმთავრესი კი სწორედ ვებსაიტის აქტიური ფუნქციონირებაა. ვებსაიტზე ხარისხიანი კონტენტის სისტემატიურად განთავსება მის ავტორიტეტზე დადებითად მოქმედებს.
SEO-ს შედეგები მყისიერია
SEO სააგენტოს შერჩვევისას გაჟღერებული ყველაზე გავრცელებული და ღირებული რჩევაა, რომ თუ ვინმე გეტყვით მოწინავე პოზიციას x დროში მოგიპოვებთო, სჯობს გაიქცეთ.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და თითოეული უშუალოდ Google-ის ალგორითმის მუშაობის პრინციპს ეფუძნება:
პირველ მიზეზს წარმოადგენს Google-ის მუდმივად განახლებადი ალგორითმი, რომელიც არავინ იცის როგორ და როდის შეიცვლება. შესაძლებელია ერთი განახლების შემდეგ თქვენი პოზიციები საკმაოდ გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს – სწორედ ამიტომ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ვებსაიტზე განხორციელებული ცვლილებების აღსაქმელად ალგორითმს გარკვეული დრო სჭირდება. ამ შემთხვევაში გააჩნია, როდის შემოვა Google-ის ბოტი თქვენს ვებსაიტზე და რამდენად მოწესრიგებულიი იქნება თქვენი ვებსაიტის ტექნიკური ასპექტი იმისთვის, რომ მან განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
გარდა ამისა, ჩვენი პოზიციები დამოკიდებულია კონურენტების აქტივობებზეც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას თუ რას მოიმოქმედებენ ჩვენი კონკურენეტები – ბუნებრივია ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც უკეთესი კონტენტით. თუმცა ამით ისევ პირველ მითს ვეხმაურებით – პოზიციების შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ განთავსებული კონტენტი გარკვეული დროის შემდეგ გაანალიზდეს ჩასწორდეს და გაუმჯობესდეს, რათა ის კვლავ ღირებული იყოს ჩვენი ვიზიტორებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით ერთადერთი რისი გარანტიაც SEO სააგენტომ შეგიძლიათ მოგცეთ არის ის, რომ თქვენი ვებსაიტი მორგებული იქნება საუკეთესო SEO პრაქტიკას და მიმართული იქნება თქვენი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ. ეს კი გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გამოიხატება ვებსაიტის ტრაფიკისა და კონვერსიის ზრდაში.
სოციალური მედია მარკეტინგი არ მოქმედებს SEO-ზე
განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, SEO-ს ხშირად ადარებენ სხვა ციფრული მარკრტინგის წყაროებს, მათ შორის სოციალურ მედია მარკეტინგსა და Google Ads.
ჩემი აზრით, მარკეტინგული სტრატეგიის შედგენისას ამ ტიპის შედარება აუცილებელიცაა, მაგრამ, როგორც SEO სპეციალისტი გეტყვით, რომ თუ გსურთ თქვენს მომხმარებელს იქ დაგხვდეთ, სადაც გეძებენ, მაშინ საუკეთესო გზაა ციფრული მარკეტინგი 360 გრადუსით აწარმოოთ.
SEO-ს მთავარ პრინციპს წარმოადგენს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, ეს კი თავისთავად მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობით მათთვის თქვენთან დაკავშირების გამარტივებას. ჩვენი პირადი გამოცდილებით, სოციალური მედია მარკეტინგის SEO-სთან სწორად ინტეგრაცია დადებითად აისახება ჩვენს პოზიციებზე. სწორად შერჩეულ საკვანძო სიტყვაზე მოწინავე პოზიცია კი დადებითად აისახება ჩვენი მომხმარებლის რაოდენობაზე.
SEO-ს გარშემო არსებული მითების დამსხვრევა საშუალებას გვაძლევს ჩვენი ბიზნესისთვის სამომავლო მარკეტინგული ნაბიჯები უფრო ინფორმირებულებმა მივიღოთ. თუკი გაინტერესებთ ზუსტად როგორ შეიძლება SEO-ს დახმარებით თქვენი ბიზნესის გაზრდა და ზუსტად რას მოიცავს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – ალპაკა ყოველთვის მზადაა უპასუხოს თქვენს კითხვებს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://alpaca.ge/

ავტორი: ანა ქარელი

ასევე დაგაინტერესებთ