გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებები იყო | ჩაკეტილია ხიდი

სხვადასხვა ტელეგრამ არხები ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ამ ცნობების მიხედვით, ოთხი აფეთქების ხმა იყო ქერჩში და გადაკეტილია ხიდი, სამრეწველო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე კი კვამლი ამოდის.
Crimea-Realities არხის კორესპონდენტის ცნობით, განმეორებითი აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ქერჩის ცენტრალურ ნაწილში სახლების კედლები შეირყა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.