გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ემსხვერპლა

საგარეჯოში, გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ორსული ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
ახალგაზრდა 5 თვის ფეხმძიმე იყო.