გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის შვილმა თბილისში ახალგაზრდა კაცს, ბექა ონიანს სცემა და მძიმე დაზიანებები მიაყენა – “მთავართან” სატელეფონო კომენტარი გააკეთა ნაცემი ახალგაზრდის დედამ – მისი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. ონიანი ახლა ხელოვნურ კომაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
“ჩემი შვილი არის ფუტსალის დინამოს მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან. თამაშის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მოთამაშეებს შორის, ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის თსუ-ს ფიზმომზადების მწვრთნელი დაელოდა პარკინგზე, ეს ყველაფერი მოხდა ახალი სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ნახა მარტო , კამერები ამოღებულია და როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს. არ ჩანს, მაგრამ ტრავმა ისეთია მიღებული, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა. ურტყამს თავში, სავარაუდოდ უჭირავს ბლაგვი საგანი, ჩემი შვილი მოწყვეტით ეცემა უგონოდ და ის ტრიალდება, ჯდება მანქანაში და მიდის.
ეს არის ივა ტყეშელაშვილი, თსუ-ის ფიზმომზადების მასწავლებელი და ინფორმაციები როგორიც გვაქვს, პოლიციელის შვილია. არაერთხელაა მსგავს კონფლიქტებში შემჩნეული , რაც სხვაგან ადრე გასვლია” | ამბობს ნაცემი ახალგაზრდის დედა