გავრცელებული ინფორმაციით პაპი ფრანცისკე კრიტიკულ მდგომარეობაშია

წმიდა საყდარი იტყობინება, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

“წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია”. – წერია განცხადებაში.

ს ცნობით, პაპმა გადაიტანა “ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი“.

“პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია.

პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია.

გარდა ამისა, ვატიკანის ცნობით, დღევანდელმა ანალიზმა თრომბოციტოპენია გამოავლინა, რაც ანემიასთან არის ასოცირებული და რის გამოც პაპს სისხლის გადასხმა დასჭირდა.

ექიმების თქმით, პაპ ფრანცისკესთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სეფსისის დაწყება წარმოადგენს, რაც, შეიძლება, პნევმონიის გართულების შედეგად მისი სასუნთქი სისტემიდან სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიების შეღწევამ გამოიწვიოს.

პაპის მკურნალმა გუნდმა თქვა, რომ ამჟამად სეფსისი ნიშნები არ აღინიშნება და ის მედიკამენტებზე დადებითად რეაგირებს.

პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.

88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.