გავრცელებული ინფორმაციით, იმედა კლდიაშვილი დააკავეს

აქტივისტების ინფორმაციით, პოლიციამ იმედა კლდიაშვილი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტს სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან.
“საქართველოს მომავლის აკადემიის” წარმომადგენლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ [11:06] კლდიაშვილმა მისწერა, რომ აკავებდნენ. მას შემდეგ, კლდიაშვილს ვერ უკავშირდებიან.
“საქართველოს მომავლის აკადემიის” იურისტები ცდილობენ მისი ადგილსამყოფელის დადგენას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”