გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერი სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა

The Ajara Times-ის ინფორმაციით, ს მერი, არჩილ ჩიქოვანი, სამსახურებრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ წუთებში ბარათაშვილის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩიქოვანი საცხოვრებელი სახლიდან გამოდიოდა. თვითმხილველის თქმით, ავარიის შემდეგ მანქანას, რომელსაც ჩიქოვანი იყენებს, სანომრე ნიშნები მოხსნეს. ამ დროისთვის უცნობია ვინ მართავდა საჭეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ეს ავტომობილი არჩილ ჩიქოვანმა “სანდასუფთავების სამსახურის” ბიუჯეტით იყიდა, რასაც თავის დროზე კრიტიკა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს