გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდი ჰაკერული ჯგუფების ხელშია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე სისტემატურად არის ხარვეზის შექმნის მცდელობა, თუმცა ამ ეტაპზე „იმედის” ყველა პლატფორმა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გადაამოწმონ ინფორმაციის ავთენტურობა, რათა არ გავრცელდეს დეზინფორმაცია და არ მოხდეს ტელეკომპანია „იმედის“ დისკრედიტაციის მცდელობა.
ვიმედოვნებთ, ფაქტ-ჩეკერს, რომელიც საქართველოში „მეტას” ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში ოპერირებს, ამ დეზინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული