თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა.
როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, სხვა დამატებითი დეტალები არ აქვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში დღეს მივიდა.
“მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი“, – ამბობს ის.
“ოცნებაში“ ბევრი ბზარია, ირაკლი ღარიბაშვილი ორ კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა. ძალიან ბევრი ხმა გამოდის, დღეს გამოვიდა ხმა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებებით. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია. მეტი ინფორმაცია არ მაქვს, არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ტრავმატოლოგიურში იყო მისული დაზიანებებით“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მოგვიანებით, ,,მთავარი არხის” ეთერში ბიჩიაშვილმა განაცხადა:
“ირაკლი ღარიბაშვილიც და თეა წულუკიანიც პარტიაში დიდი ხანია არ ჩანან. პარტიაში დაპირისპირებაა. ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთანაც. რა თქმა უნდა, ეს გარეთ არ გამოდის, თუმცა რამდენადაც ვიცი, მას არანაირი ასოცირება აღარ უნდა იმ პროცესებთან, რაც მიმდინარეობს, თეაც ზუსტად იგივე აზრზეა, ჩემი ინფორმაციით… პარტიაში ძალიან ბევრს აქვს ჭმუნვა [შექმნილ ვითარებაზე]. კარგადაც ჩანს, რომ არც გამოდიან და, არც კომენტარს აკეთებენ, როცა ყველაფერი კარგად არის, ვიცით როგორ ჩამწკრივებულები, დალაგებულ ტექსტებს ლაპარაკობენ”