ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ამბობს:
იყო გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის არასათანადო ინფორმირების ფაქტები. ეს შეეხება კოვიდ პანდემიის შედეგად პენსიონერებისთვის სესხების გადავადების თაობაზე ინფორმაციის სათანადო ფორმით მიწოდებას. ვინაიდან ეს ხარვეზი ნამდვილად გამოვლინდა, ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება საფინანსო დაწესებულებას, ბანკს, რომ მოთხოვნისთანავე და შესაბამისი პირობების გათვალისწინებით მათ დააბრუნონ მომხმარებელი ძველ გრაფიკზე. ნებისმიერ მსესხებელს სჭირდება სწორი ინფორმირება, თუმცა პენსიონერებს, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, მეტი მოფრთხილება და მეტი ინფორმირება სჭირდება. სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, გავრცელდა უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ თითქოსდა ძველ გრაფიკზე დაბრუნება, რისი სრული უფლება აქვს პენსიონერს და ვალდებულება ბანკს, ეს ნიშნავს სესხის განულებას. ძველ გრაფიკზე დაბრუნება არ ნიშნავს სესხის განულებას.
(ოვერდრაფტს ლიბერთი უფორმებდა სათანადო ინფორმირების გარეშე) დიახ, ეს არის საკმაოდ საყურადღებო საკითხი. გარკვეულ შემთხვევაში, მომხმარებლებს, მათ შორის პენსიონერებს უჭირთ ე.წ. ოვერდრაფტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაანალიზება.