გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია – ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.
ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. მისი განცხადებით, მხარი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებზე იმყოფებოდა.
„მინდა, გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებსა და ტყუილს, რომლებიც საზოგადოებამ იხილა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და, მით უმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები, თითქოს ამ ფონზე დავტოვე პარტია. ეს არის აბსურდი. მე ვინც მიცნობს, და, მგონი, ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა