გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სისტემით – სებ-ი

ეროვნული ბანკის ცნობით, გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.
როგორც სებ-ში აცხადებენ, გასული წლის ივლისიდან სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream – ის სწრაფი გადახდის სერვისს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია -ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა. ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.