გავრილოვმა კობახიძეს საქციელი მოუწონა ერეკლე გეწაძის პერფორმანსის დაგმობისთვის

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლითაც მან დაგმო ქართველი მუსიკოსის პერფორმანსი მუსიკალურ ფესტივალზე Tbilisi Open Air.
მომღერალმა ერეკლე გეწაძემ თბილისში კონცერტზე პერფორმანსი მოაწყო ს დროშის გამოყენებით. რუსულ მედიასა და ტელეგრამის არხებზე გეწაძის პერფორმანსი შეაფასეს როგორც „რუსული სამფეროვანი დროშის შებღალვა“, მ კი გეწაძის პერფორმანსს „უკულტურობის“ გამოვლინება უწოდა. თავის მხრივ, გავრილოვმა კობახიძის განცხადებას – „სწორი”.
„მომღერალ ერეკლე გეწაძის გამოხდომა თბილისის სცენაზე დროშით, გამოიყურება არა როგორც გაბედულების აქტი, არამედ ბანალური უტიფრობა შეფუთული ეპატაჟურობით, სწორად მოიქცა , ინციდენტი რომ დაგმო“, – ციტირებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსი გავრილოვს.
რუსმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან აკავშირებს „საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესაობა, ენა, ტრადიციები“ და რომ, მომღერლის პერფორმანსს „არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ფასეულობებთან“.
რუსული მედია წერდა, რომ, ქართველმა მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე, მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლისას რუსეთის დროშა შეურაცხყო: „მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და ურნაში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა“.
„რუსი სამართალდამცველები შეფასებას მისცემენ საქართველოში რუსული სამფეროვანი დროშით „შესრულებულ“ პერფორმანსს“, – დაწერა თავის Telegram- არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო თბილისში გამართულ კონცერტზე რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან გაირკვა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამოძიების ბრძანება გასცა უწყების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა.
ფორუმი