გავლენიანი მშობლები, დანგრეული ოჯახი, წარმატებული კარიერა და ცხოვრება პარიზში – უმშვენიერესი მოდელის, ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრების საინტერესო მომენტები – Marao
ლიკუნა ჭანტურია წარმატებული ქართველი მოდელი და ინფულენსერია, რომელიც უკვე არაერთი წელია, აქტიურია სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე, სადაც მისი გამომწერების რაოდენობა 145 ათასს სცდება. ლიკუნამ შეძლო, რომ გატაცება, რასაც ვიდეოების გადაღება, საკუთარი ყოველდღიურობისა თუ სტილის სხვებისთვის გაზიარეა ჰქვია, პროფესიად ექცია და დღეს მასთან არაერთი დიდი თუ მცირე კომპანია და ბრენდი თანამშრომლობს. ის ახლა პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს და პარიზშივე ცხოვრობს, იქ გადაღებულ კადრებს კი სხვადასხვა პლატფორმაზე გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ლიკუნა ცნობილი ადვოკატის, ამჟამად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შალვა ხაჭაპურიძის შვილია. მას შემდეგ, რაც ლიკუნა დაოჯახდა, გვარი შეიცვალა და ჭანტურია გახდა.
შალვა ხაჭაპურიძე 1966 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა სასულიერო პირის – მღვდელ ისაია ხაჭაპურიძის ოჯახში. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მეუღლე დიანა ხოფერია, შალვაზე 14 წლით უმცროსია, ქალი 1980 წელს დაიბადა. პირველი შვილი ლიკუნა ხაჭაპურიძე 1996 წელს შეეძინათ. წყვილს ლიკუნას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს – გურამი და მარიამი.
“დიანა ხოფერია “KH & PARTNERS“-ს ასოცირებული პარტნიორია. დიანას აქვს იურისტად მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება, იგი სპეციალიზირდება კორპორატიული და სახელშეკრულებო სამართლის დარგში” – ვკითხულობთ შალვა ხაჭაპურიძის იურიდიული კომპანიის ვებგვერდზე. როგორც ჩანს, ის მეუღლის კომპანიაში მუშაობს.
“ქორწილი არ მქონდა. პანდემია დაემთხვა და თან გერმანიაში მალევე მოვდიოდით. არც მიმაჩნია სწორად, რომ პანდემიის დროს ქორწილი გადავიხადოთ. მე და სანდროს ბევრი მეგობარი გვყავს. ამიტომ პატარა ქორწილი არ მინდოდა. ველოდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი გაიხსნება.
ძალიან კარგია თანაცხოვრება, დავისვენე და დავწყნარდი. ბევრისგან მსმენია, რომ თანაცხოვროება რთულია, მერე ნახავ, რაც მოხდება… მინდა ვთქვა, რომ ბევრად უკეთესი ყოფილა ერთად ცხოვრება, ვიდრე ცალ-ცალკე. ვიცოდი, რომ ასე კარგად ვიცხოვრებდით, მაგრამ ამდენად კარგი თუ იქნებოდა, არ მეგონა. მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობთ, ყველაფერში გავუგოთ ერთმანეთს და გავახაროთ”, – ასე საუბრობდა ლიკუნა ხაჭაპურიძე ქორწინებისა და მეუღლის შესახებ.
ლიკუნა ხაჭაპურიძემ სანდრო ჭანტურიაზე 202ო წელს იქროწინა და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ისინი სანდროს სწავლის გამო გერმანიაში გადავიდნენ, რაც ლიკუნასთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა წყვილი მოგვიანებით, 2021 წელს საქართველოში დაბრუნდა.
“გერმანიაში 24/7-ზე ვმუშაობდი, ჩამოწერლი მქონდა ყველაფერი. როდის ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი, პლიუს ამას გადაღებებითვის, ლოკაციები, ლუქები იდეები. თუ სანდროს არ ეცალა რომ გადაეღო სურათები ჩემი ტრიპოდით ვიღებდი. ამ ბოლო დროს ცოტა არეული ვარ, იქიდან გამომდინარე რომ ჩამოვბარგდით საქართველოში და ძალიან, ძალიან ბევრი საქმე დაგვიგროვდა. როგორც გითხარით გარდამეცვალა მამამთილი, რომელიც მამასავით მიყვარდა და ყველანაირი გეგმა შეგვეცვალა. მოკლედ, ახლა არეულ-დარეული ვარ და იმედია მალე დავლაგდები ფსიქოლოგიურად”, – ამბობდა ლიკუნა.
2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ლიკუნა და სანდრო ერთმანეთს დაშორდნენ. განშორება მოდელისთვის რთული იყო და ამის შესახებ მოკლე განცხადება გაკეეთა:
ლიკუნა ხაჭაპურიძის ლამაზი ლუქები, რომლებიც უცხოელი გამომწერებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს
“მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რა ხდება, უბრალოდ, გააგრძელე! არასოდეს დანებდე! როდესაც ასრულებ ურთიერთობას, შენ უბრალოდ ადამიანს კი არ კარგავ, კარგავ გეგმებს, მოლოდინებს, შენს ნაწილს კარგავ, რადგან შენი ის ვერსია, რომელიც სხვა ადამიანთან ერთად არსებობდა, იმავენაირად ვეღარ იარსებებს. ამიტომაც ხარ ასეთი სევდიანი და გატეხილი, რადგან შენ დაკარგე მეწყვილე, მაგრამ ასევე დაკარგე შენი ნაწილიც. შენ მხოლოდ ის ადამიანი არ გენატრება, შენ საკუთარი თავიც გენატრება“, – წერდა ის.
მიუხედავად სანდრო ჭანტურიასთან დაშორებისა, ის კვლავ ატარებს ყოფილი მეუღლის გვარს.
“ჩემი ერთადერთი სამსახური არის “ინსტაგრამი”, “ინფლუენსერობა” და ამ ყველაფერს დიდი სერიოზულობით ვუდგები, ისევე, როგორც სხვა სამსახურს ემსახურება ხალხი. დილიდან საღამომდე შეუსვენებლად ვმუშაობ. რაც შეეხება სამოდელო კარიერას, გადაღებებზე სიარულს მაინც თავს ვარიდებ, მეშინია, რომ ვირუსი არ შემეყაროს. გერმანიაში ყველაფერი ჩაკეტილია, ძალიან მკაცრად ცდილობენ ყველა წესი დაიცვან, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც არ მცირდება. დილიდან საღამომდე დაკავებული ვარ, სულ გადაღებები მაქვს, ოღონდ ყველაფერს ჩემით ვიღებ.
ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდი ბრენდები მეხმიანებიან და ჩემთან თანამშრომლობენ. რამდენიმე დღის წინ “პრადამ” გამომიგზავნა ნივთები, “კარლ ლაგერფელდთან” დავიწყე თანამშრომლობა. ბევრი ისეთი ცნობილი და მაღალი დონის ბრენდი დამიკავშირდა, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ წარმომედგინა. ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვითანამშრომლებდით.
ამ ყველაფერმა უდიდესი პასუხისმგებლობაც შემმატა. ამ ბრენდებისთვის ვქმნი “კონტენტს”, მაგრამ რასაც მათთვის ვიღებ, ყველაფერს არ ვდებ “ინსტაგრამზე”. სპეციალური შეკვეთები აქვთ, რაც საქართველოში მანამდე არ შემხვედრია და არ ვიცოდი. ვიღებ მათთვის და შექმნილ “კონტენტს” ვუგზავნი. თუ ფოტოებს “ინსტაგრამზე” არ დავდებ, მაგაში თანხას იხდიან. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ვუწოდე “კონტენტ მეიქერი”, რაც რეალურად ვარ” – ამბობდა ლიკუნა ცოტა ხნის წინ.
ამჯერად ლიკუნა საფრანგეთში იმყოფება, პარიზში ცხოვრობს და პარიზის მოდის სკოლაში სწავლობს. აქტიურია ტიკტოკზე, ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩაცმულობებს და აგრძელებს ინსტაგრამზე კონტენტის შექმნასაც.